TaoNews.Ge

ნიკოლოზ მჟავანაძე-ზონდერ ჟურნალისტების პროვოკოციული ნაღმი (ვიდეო)

დასავლეთი არასდროს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს პატივს-ნიკოლოზ მჟავანაძე

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს 2007 წლის 7 ნოემბერია. სწორედ 14 წლის წინ ამ დღეს სააკაშვილმა ფეხქვეშ გათელა სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ფასეულობების ძირითადი პრინციპები, მას შემდეგ რაც შეიჭრა ,,იმედში” დაარბია ტელევიზია, ცემა ჟურნალისტები და გათიშა მაუწყებლობა. სად იყო მაშინ აშშ-ს ელჩი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო, საერთაშორისო გაერთიანებები, ქართული არასამთავრობოები რომლებიც დღეს არაფრისგან აურზაურს ტეხენ, სად იყო სოროსის ფონდი, სად იყოს მიშას სატელიტი პარტიები.
სად იყო დასავლეთი როცა 9 წლის განმავლობაში იხურებოდა ტელევიზიები, გაზეთები და იხვრიტებოდა ქუჩებში ხალხი, უკანონოდ ხდებოდა ადამიანების გასამართლება და ქონების ჩამორთმევა. გაუპატიურებები და წამებები ნაცმოძრაობის მიერ.
სად იყო დასავლეთი 1991 წელს როცა მდუმარედ შეხვდა სახელმწიფო გადატრილაებას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მის მკვლელობას და ერთხელაც არ დაუგმია ეს ფაქტი.
დასკვნა
დასავლეთი არასდროს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს პატივს. დასავლეთი როგორც დღეს, არც გუშინ არასდროს გამოხატავდა პატივისცემას ქართველი ხალხის ნებას”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!