TaoNews.Ge

დაპირისპირების მეცხრე დღე – ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს

დაპირისპირების მეცხრე დღე – ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს

ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს. „ჰამასი“ ისრაელის მიმართულებით კვლავ რაკეტებს ისვრის.

ისრაელმა გასულ ღამეს ღაზას სექტორში 40 მიზანზე 122 ბომბი და რაკეტა გამოიყენა.

პარალელურად იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში გაფიცვები დაიწყო. აქაც პალესტინელთა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს სამი პალესტინელი დაიღუპა. 72 დაიჭრა.

ისრაელის მეთაურობა აცხადებს, რომ სამხედროებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც მათ რამალასთან ესროლეს და ორი სამხედრო დაიჭრა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვერ ხერხდება. კონფლიქტი 10 მაისს დაიწყო და მას შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!