TaoNews.Ge

„დანიელსონმა უნდა გამოიყენოს იძულების  ფორმები“ – ექსპერტი

„დანიელსონმა უნდა გამოიყენოს იძულების  ფორმები“ – ექსპერტი

ევროპელი მედიატორის კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტი საქართველოში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო კონსენსუსის მიღწევა – ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ გადმოსახედიდან რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან მხარეები წითელ ხაზებს არ ხსნიან.

„ძალიან ძნელი სათქმელია, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მხარეები თავიანთ წითელ ხაზებს არ ხსნიან და ეს წითელი ხაზები ურთიერთგამომრიცხავია. ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ, არამედ დანიელსონმა მოალაპარაკოს, არის „იძულება მშვიდობისათვის“. მან უნდა შესთავაზოს მხარეებს თავისი ვარიანტი და გამოიყენოს იძულების სხვადასხვა ფორმები, რომ მხარეები ამას დათანხმდნენ.

იმას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამართავენ რეალურ დიალოგს და იპოვიან კონსენსუსს, ძალისმიერი ზეგავლენის მოხდენის გარეშე, ამის ილუზია არ მაქვს. რამდენად არის მზად ევროპა იმისათვის, რომ აიძულოს მხარეები და უფრო ხისტი პოზიციიდან გამოვიდეს, ცოტა ხანში გამოჩნდება“, – აცხადებს ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!