TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე მკვლელობის მიზნით თავდასხმას გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან სპეციალური განცხადებაც გააკეთა:

“მათ აჩვენეს, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. შემდეგ აღმოვაჩინეთ უცხოური სპეცსამსახურების მუშაობა, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ან გამოძიების ფედერალური ბიუროს – არ ვიცი ამერიკელებიდან იქ რომელი მუშაობდა. მათ სურდათ მინსკში დაბრუნება და პრეზიდენტსა და მის შვილებზე თავდასხმის ორგანიზება. მიკვირს, რატომ იქცევიან ამერიკელები ასე? გახსოვდეთ, რომ მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, ვერავინ დააყენებს პრეზიდენტის მოშორების ამოცანას. მხოლოდ ისინი და არა სპეცსამსახურები.” – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!