TaoNews.Ge

გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ერთ კვირაში საფლავები უკვე მეორედ გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საფლავები ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაქურდეს.

საფლავებიდან  მოხსნილია ალუმინის კარებები და წაღებულია რკინის კონსტრუქცია.  ერთ-ერთ საფლავზე კი ალუმინის დაახლოებით 5-6 სანტიმეტრის სისქის ღობეებია მოპარული.

ფაქტზე გამოძიება პირველი ქურდობის დროს დაიწყო, თუმცა გურჯაანის პოლიციას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს, საიდანაც 70 ლარამდე თანხა წაიღეს. გურჯაანის პოლიციას არც ეს საქმე აქვს გახსნილი.

წყარო :მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!