TaoNews.Ge

გუმათში პროტესტი გრძელდება-  უახლოეს დღეებში ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ველით

გუმათში პროტესტი გრძელდება-  უახლოეს დღეებში ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ველით

რიონის ხეობის მცველები, ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ სოფელ გუმათში დაბრუნდნენ.

როგორც ხეობის მცველი მირზა ნოზაძე ამბობს, მათი მოთხოვნებია, შეწყდეს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, მიეცეთ ხეობის მცველებს ნამოხვანში ჩასვლის უფლება და აიღონ ის ბარიკადები, რომელიც სოფელ გუმათშია განთავსებული.

“ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, რომ გუშინდელი შეხვედრა არ დაემსგავსოს შეხვედრას შეხვედრისთვის. გვაქვს პოზიტიური განწყობები გუშინდელი შეხვედრიდან, რადგან ვნახეთ ხელისუფლების მიერ დათმობილი პოზიციები, შერბილებული ტონი, ის დამოკიდებულება, რომელსაც ითხოვს დემოკრატიული საზოგადოება. მაგრამ ის შეფასებები, რომელიც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, არის მხოლოდ შეხვედრის შეფასება და არა მოლოდინების, რადგან ჩვენ აუცილებლად ვრჩებით პრინციპულები. შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების არ დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება და გაიზრდება. რა თქმა უნდა, ისინი გვიხილავენ თბილისში”, – ამბობს მირზა ნოზაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!