TaoNews.Ge

გუდამაყრის ხეობაში კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა – 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

„მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს. გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!