TaoNews.Ge

გორში ნაცმოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაცმოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში, ენმ-ს ოფისზე თავდასხმისთვის დაკავებულების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყებამ ორი პირი დააკავა, რომლებსაც სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად:

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!