TaoNews.Ge

გირჩი ჯაფარიძის მიერ საზოგადოების მისამართით დედის გინებას და მძიმე შეურაცხყოფას ერთადერთი პროვოკაციული მიზანი აქვს

გირჩი ჯაფარიძის მიერ საზოგადოების მისამართით დედის გინებას და მძიმე შეურაცხყოფას ერთადერთი პროვოკაციული მიზანი აქვს

,,გირჩი ჯაფარიძის მიერ საზოგადოების მისამართით დედის გინებას და მძიმე შეურაცხყოფას ერთადერთი პროვოკაციული მიზანი აქვს, გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია და გარდაუვალი დაპირისპირება მასთან და მის მომხრეებთან, რაც მასობრივი არეულობის მიზეზად შეიძლება გადაიქცეს დღეს, 8 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.
წესით, პარლამენტის წევრის მიერ რეგლამენტის ნორმათა ისეთი დარღვევა, რამაც შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება და აქედან გამომდინარე, დესტაბილიზაციის საფრთხე გააჩინოს ქვეყნისთვის, უნდა იწვევდეს ძალოვანი სტრუქტურების მყისიერ რეაქციას.
მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაკავდით საფრთხეების განეიტრალებით, ვინაიდან დრო არ ითმენს .შს ორგანოებმა და პროკურატურამ სათანადო კვალიფიკაცია მიანიჭეთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანტისახელმწიფოებრივ , უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ ქმედებებს. პარლამენტის წესებისა და პროცედურების კომიტეტმა სათანადო შეფასება გააკეთოს მის უღირს საქციელზე.”-წერს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!