TaoNews.Ge

“გირჩის პედოფილურ გადახრებს ვერ ვხსნი, რა უნდა საერთოდ?”

“გირჩის პედოფილურ გადახრებს ვერ ვხსნი, რა უნდა საერთოდ?”

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, ზურაბ ჯაფარიძის პოსტს აზიარებს და წერს:

“გირჩის პედოფილურ გადახრებს ვერ ვხსნი. რა უნდა საერთოდ? რანაირი პარალელია? სიგარეტის მოწევა და ბავშვის გარყვნა არ უნდა რეგულირდებოდეს კანონით?

მყავს გირჩელები მეგობრებში და ველი ახსნას.

იდიოტურ ახსნებსაც კი მოვისმენ იმდენად მინდა, რომ არ ვხედავდე იმას, რასაც ვხედავ ამ პოსტში.”

კომენტარებში ბაია წერს:

“მე მოვითხოვ, ამაზე განმარტებას! ყელშია უკვე გირჩის მავნებლობა პედოფილიაზე.”- წერს უფლებადამცველი

ინფორმაციისათვის, ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა ინიციატივას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არასრულწოვნის თანდასწრებით მანქანაში მოწევა აიკრძალოს და დაწერა:

ხელცქვიტობა? რომ ჩამოკრას ვინმემ არასრულწლოვანის თანდასწრებით?”

მოგვიანებით, ზურაბ ჯაფარიძემ მისი ნათქვამი ასე განმარტა:

“რაღაცნაირად გაიგეს, რომ თითქოს მე მომხრე ვარ, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ვიღაცა მასტურბაციით დაკავდეს. ალბათ ეს გაიგეს და მაგის გამო მაგინებენ. არ ვიცი რაზე მაგინებენ, მაგრამ, ეგ არ მიგულისხმია.”

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!