TaoNews.Ge

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.​ კიევის “დინამოს” წევრს, გიორგი წიტაიშვილს, საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

“საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა. ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში, კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო. ჩემი მიზანი სწორედ ესაა.
ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.”-განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!