TaoNews.Ge

გიორგი ფხაკაძე: ასტრაზენეკას” ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული 55 წლამდე ადამიანებში

გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ, ფეისბუქზე საზოგადოებას ახალი სიახლე ამცნო  ასტრაზენეკას გამოყენებასთან დაკავშირებით.

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შეიძლება. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასტრაზენეკა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 55 წლის ზევით. ამ ასაკის ქვევით, მისი გამოყენება, დროებით, არ შეიძლება.

ამიტომ ვამბობდი, ჯერჯერობით, შეაჩერეთ ვაქცინაცია-მეთქი. ესე იგი, ვიცოდი რაღაც. გავიძახოდი, გვაცადეთ პარასკევამდე-მეთქი. რომ დაგეცადათ, ხომ გადარჩებოდა ჩვენი გოგო, ეს ახალგაზრდა, 27 წლის გოგო?!..

ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად გაჟღედა და ვთქვი.

ჩვენი პრეზიდენტი ფრანგია და გამოიყენეთ ეს. მან სწორად გაიკეთა ვაქცინა. ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც სწორად მოიქცა.

ახლა რეკომენდაციები:
ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ალკოჰოლის მიღება არც იმუნიზაციიდან ორი კვირის შემდეგაა დასაშვები. საერთოდაც, მეორე დოზამდე სასურველია ალკოჰოლი არ მიიღოთ.

არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.

ყველაზე საშიშია იმუნიზაციის გაკეთებიდან პირველი 15 წუთი. ეს დრო დაწესებულებაში უნდა გაატაროთ. უნდა იჯდეთ და დააკვირდეთ, რამე ცვლილება ხომ არ გაქვთ. თუ რამეს შეატყობთ, იმ წუთასვე უნდა შეატყობინოთ პერსონალს. შემდეგ კიდევ 30 წუთი დარჩით დაწესებულებაში. მერე უკვე შეიძლება სიცხე და ცოტა ტკივილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სიცხე გაგრძელდა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმებს”-განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!