TaoNews.Ge

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გადაიქცა ორგანიზაციად, რომელსაც დღეს უკვე არაფერი აკავშირებს იმ ოცნებასთან დიად და სამართლიან საქართველოზე, რითიც 2012 წელში დაიწყო

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ,  გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის პარტიული სია წარადგინა.
წარდგენის შემდგომ გახარიამ მედიის კითხვებსაც უპასუხა და დამატებითი კომენტარი გააკეთა გუშინ, TV პირველის ეთერში ოცნების დაშლასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე.
„რაც შეეხება დაშლას, ამას მარტივი ახსნა აქვს – ქართული ოცნება გადაიქცა ორგანიზაციად, რომელსაც დღეს უკვე არაფერი აკავშირებს იმ ოცნებასთან დიად და სამართლიან საქართველოზე, რითიც 2012 წელში ქართული ოცნება დაიწყო. შესაბამისად, ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანი, იდეა და მამოძრავებელი ძალა არის ძალაუფლების შენარჩუნება – რა თქმა უნდა დაიშლება. ეს ჩვეულებრივი მაგალითებია, როგორიც საქართველოს ისტორიაში ბევრი მოხდა.“- განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!