TaoNews.Ge

გიორგი გახარია: მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ, მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მედიასთან ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენები შეაფასა.
„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა – უმძიმესი საყურებელი – როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ.  როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა  ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ  წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ  – ეს იყო გამოხატულება  უუნარობის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.
„გარდა ამისა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, მაშინ ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, ვიღაც სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს არის ჩვეულებრივი უსუსურობა, მაგრამ ამის შემდგომ უკვე, რაც კიდევ უფრო მიუღებელი და გაურკვეველი იყო, სახელმწიფო ამას ყველაფერს და მმართველი ძალა, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები, ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ – მემარჯვენეებს, როცა აწყობთ – მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა!“ – განაცხადა გახარიამ.

„ჩემთვის მძიმეა ძალიან, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცეებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული არა აქვთ! ნუ, სახიფათოა! ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე! ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას!“ – ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავჯდომარე – გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!