TaoNews.Ge

გიორგი გახარია –  “უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია”

გიორგი გახარია: მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრად უკეთესად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს

გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა, თბილისის მერობისათვის ბრძოლაში კი თავად ჩაერთო.

გახარიამ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ თბილისი განვითარების დიდ ამბიციებს იმსახურებს და თბილისი რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი უნდა გახდეს.
„მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრად უკეთესად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამასთან ერთად, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი. ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები.“- განაცხადა გიორგი გახარიამ
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს – გამოსვლაში უკვე ისაუბრა ქალაქის განვითარების კონკრეტულ მეგაპროექტებზეც.
,, ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენ დიდ რეგიონში.  ამისთვის  ჩვენ უაღრესად სწრაფად შეგვიძლია სატრანსპორტო კვანძებით დავაკავშიროთ ერთმანეთთან თბილისი, ლილო, რუსთავი, განვავითაროთ მეტრო…   ეს იქნება უაღრესად დიდი ეკონიმიკური ენერგიის მატარებელი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ  რეგიონისთვის და საქართველოსთვის. და ამ ყველაფერს ჩვენ კონკრეტული გათვლებით, დაფინანსების წყაროებით წარვუდგენთ თბილისელებს თითოეულ უბანში.’’ – მიმართა  გახარიამ თბილისელებს.
გიორგი გახარიამ ქალაქის სატრანსპორტო განვითარების გარდა ეკოლოგიურად მწვანე გარემოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში ღირსება და სამართლიანობაა.
,,მნიშვნელოვანია თბილისის სატრანსპორტო განვითარება, ინფრასტრუქტურა, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გონივრული ურბანული მიდგომა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსება და სამართლიანობა. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ის გარემო, სადაც თბილისელები თავს კომფორტულად იგრძნობენ.’’ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!