TaoNews.Ge

” გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან”-  ევროპარლამენტარები

” გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან”- ევროპარლამენტარები

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ძალისხმევად ღირს“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროპარლამენტარები ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან“, – ნათქვამია განცხადებში.

ევროდეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მიერ არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობის კუთხით.

„მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი“, –  ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!