TaoNews.Ge

გვარამია: ოცნებას ყველაფერი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ – ვხედავთ რუსულ ტანკებს თბილისში

საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის, მათ შორის წარმოდგენილი გვაქვს და ვხედავთ რუსულ ტანკებს თბილისში. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას ყველაფერი სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!