TaoNews.Ge

ალექსეი არესტოვიჩი: მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას

„გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს აძლევს, რუსეთი კი დღეში 2 მილიარდს შოულობს“ – ალექსეი არესტოვიჩი

„გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს აძლევს, რუსეთი კი დღეში 2 მილიარდს შოულობს“, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტს შორის 50 დღე ძალიან ბევრია, რადგან ამ დროის განმავლობაში რუსეთს ნავთობიდან და გაზიდან შეუძლია, 100 მილიარდი გამოიმუშაოს.

„უკრაინისთვის მეხუთე და მეექვსე პაკეტებს შორის 50 დღე მიუღებელია. ეს ბევრია. შოლცი ამაყად ამბობს: „ჩვენ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო უკრაინისთვის“. ერთ დღეში რუსეთის ფედერაცია ნავთობიდან და გაზიდან 2 მილიარდს შოულობს, 50 დღეში კი, უხეშად რომ ვთქვათ, 100 მილიარდს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა დასძინა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 200 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!