TaoNews.Ge

საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი განახევრდა

გერმანიაში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი შეიძლება სამჯერ გაძვირდეს

გერმანიის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი შეიძლება სამჯერ გაძვირდეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა განაცხადა, ამჟამად გაზზე საავანსო გადასახადი ორჯერ არის გაზრდილი, მაგრამ ამ გადასახადებში უკრაინის ომის შედეგები გათვალისწინებული არ არის. „2023 წელს მოსახლეობა ბუნებრივი არ არის, მინიმუმ სამჯერ გაძვირებას უნდა ელოდოს“ – განაცხადა მიულერმა.

მისი გამოთვლებით, თუ ახლა კლიენტები ბუნებრივ აირში წელიწადში 1500 ევროს იხდიან, ის თავისუფლად შეიძლება გახდეს 4500 ევრო ან მეტი. „ბირჟაზე გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა. ეს მომხმარებელს სრული ოდენობით არ შეეხება, მაგრამ გარკვეული გაძვირება ყველა ვარიანტში იქნება“ – განაცხადა მან. მიულერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ გაზზე მომუშავე ქვაბები დაარეგულირონ და გამართონ, რათა ეკონომია მიიღონ.

ქსელების სააგენტოს უფროსმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი გერმანია გააგრძელებს გაზის შეძენას ნორვეგიისგან და ასევე ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარე ტერმინალებიდან. კლაუს მიულერის თქმით, ევროპული კანონმდებლობა კერძო სახლების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.

11 ივლისიდან გაზსადენით „ჩრდილოეთ ნაკადი“ რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეწყდა. მოსკოვი იუწყება, რომ ეს ტექნიკური სამუშაოებით არის გამოწვეული და გაზის ტრანსპორტირება 10 დღეში აღდგენა. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა მილსადენი სამუდამოდ გადაკეტა. მანამდე ბერლინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!