TaoNews.Ge

“გახარია რომ იყო უკრაინაში ჩამოსული ეხვეწებოდა, სააკაშვილი არ ჩამოუშვათ საქართველოშიო, ერთადერთი მესიჯი ჰქონდა რუსების ამ „შნირს“, ამისთვის იყო აქ ჩამოსული”- მიხეილ სააკაშვილი

“გახარია რომ იყო უკრაინაში ჩამოსული ეხვეწებოდა, სააკაშვილი არ ჩამოუშვათ საქართველოშიო, ერთადერთი მესიჯი ჰქონდა რუსების ამ „შნირს“, ამისთვის იყო აქ ჩამოსული”- მიხეილ სააკაშვილი

„საიდან გავიწიო, ცხოვრებიდან გავიწიო, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო პირდაპირ ეთერში?​ როგორ უნდა გავიწიო? უკაცრავად და, ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საქართველოს ვერავინ ჩამოაშორებს.

„გახარია რომ იყო უკრაინაში ჩამოსული ეხვეწებოდა, სააკაშვილი არ ჩამოუშვათ საქართველოშიო. მე მომიყვა, ვინც ხვდებოდა, აქაური მინისტრი. ერთადერთი მესიჯი ჰქონდა პირადად გახარიას, რუსების ამ „შნირს“, ამისთვის იყო აქ ჩამოსული.

ამ სიტუაციაში თუ მართლები არიან, მაშინ, პირიქით, საბოლოდ არ უნდა „გაიასნდეს“ ყველაფერი, მათი ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ. უნდა ჩამოვიდე, უნდა დამხვდეს ფართო, აღშფოთებული მასა, ჩამქოლონ. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ასე ყოფილა სიმართლე. თუ არ მიშვებენ მთლად ასე არ ყოფილა…

მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, არც ერთ დაცვას არ ვიხმობ. მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. რატომ არ უშვებენ ამას? იმაში ხომ არაა საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი მხარდაჭერა არის ხუთი პროცენტი და ჩემი 70-75%“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!