TaoNews.Ge

გახარია ორთქლმავალია -ექსპერტი

გახარია ორთქლმავალია -ექსპერტი

„ქართული ოცნების“ რეიტინგს ამათი წასვლით არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება“,- ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის 6 დეპუტატის განცხადებას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად, ახალ პარტიას ქმნიან.

„ჯერ ვინც ვიხილე, ესენი საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან. „ქართული ოცნების“ რეიტინგს ამათი წასვლით არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება, მაგრამ სამობილიზაციო ელექტორატის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ვისაც არ მოსწონს არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ და ეძებს ალტერნატივას, მათ აქვთ უკვე ალტერნატიული შეთავაზება. მათზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ამ სეგმენტზე გასვლას. სისუსტე არის ის, რომ ამ ხალხს ცნობადობა აკლია. შეიძლება, გახარია ორთქლმავალია, მაგრამ დანარჩენს ვნახავთ, პროცესი გვაჩვენებს“,- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!