TaoNews.Ge

გახარიამ გადადგომის წინ ივანიშვილს დაურეკა, ოლიგარქმა მოქმედ პრემიერს არ უპასუხა

ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ – ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან გადადგომამდე ივანიშვილთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება სცადა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა.

“რეაქციის” წამყვანის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, გახარიამ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს დაურეკა, თუმცა ოლიგარქმა მის ზარს არ უპასუხა, თუმცა უპასუხა შს მინისტრის, ვახტანგ გომალაურის ზარს.

მე მქონდა დაკავშირების მცდელობა, როცა დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომებიც ამას ვერასდრის გაბედავდნენ ჩემს კომპენტენციაში ეროდნენ, მქონდა კომუნიკაციის მცდელობა, ეს არ შედგა. დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება რაც გავაკეთე”- აცხადებს გახარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!