TaoNews.Ge

გარდაიცვალა უზენაესი საბჭოს წევრი, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი

გარდაიცვალა  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგული მხარდამჭერი, საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე, კინორეჟისორი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჟღენტი.

ლექსანდრე (ალეკო) ჟღენტი 1972 წლიდან მუშობდა რეჟისორად კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში”; 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე; 2002 წელს სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: ,,მონადირე”, ,,ცოტნე დადიანი”, ,,ამბავი აფხაზი ჭაბუკისა”, ,,სტადიონი” (დოკუმენტური, 1980), ,,გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!” (დოკუმენტური), ,,ქართული ფეხბურთი 110 წლისაა” (დოკუმენტური, 2011) და სხვა;

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!