TaoNews.Ge

გარბის დამსვენებელი ქობულეთიდან”, ” ყარს სანაპირო, სრული ანტისანიტარიაა

გარბის დამსვენებელი ქობულეთიდან”, ” ყარს სანაპირო, სრული ანტისანიტარიაა

ქობულეთში, სანაპირო ზოლზე, დაახლოებით 3 დღის განმავლობაში, დიდი რაოდენობის ნატანი, ხის კუნძები და სხვადასხვა სახის ნარჩენი გამოირიყა.

ქობულეთის მერიამ ჯერ კიდევ 17 ივლისს განაცხადა, რომ “ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ინტენსიურად ალაგებენ პლაჟს. ამ დროისთვის მობილური ჯგუფები, სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დასფთავების სამუშაოები.”

 

მოქალაქეები კი სოციალურ ქსელში  წერენ:

“კომენტარებს ნუ შლით!!! ხელახლა დავწერ! გრცხვენოდეთ, საქმია კეთების ნაცვლად უსაფუძვლო და უნიჭო პიარს აკეთებთ?!”

“ამ ეტაპზე ჩვენ ბინძურ სანაპიროზე ვწევართ! ვისაც საშუალება აქვს გარბის სხვა სანაპიროსკენ! ეს თქვენს ადგილობრივ შემოსავალზე აისახება აუცილებლად უარყოფითად! გრძელვადიანი ანტიპიარის საფრთხეც გაქვთ! სულ 1 კვირით ჩამოსული დამსვენებელი 1 წლის განმავლობაში სად აღარ მოყვება ამ სანაპიროს სიბინძურის ამბავს! იფიქრეთ და იზრუნეთ საკუთარ რაიონზე!”

“2დღეა აღმაშენებლამდე ვერ მოაღწიეთ? გეტყობათ როგორ გამართულად მუშაობთ”

“ზღვას რომ არ წმინდავთ სისტემატურად აი შედეგიც სახეზეა 3 დღე დამსვენებელი ნაგავსაყრელზე ისვენებდა ფაქტობრივად და თქვენი სამსახური ამას რატომღაც ვერხედავდა იქამდე სანამ ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ღიად არ მოგიწოდეს რეაგირებისკენ აღნიშნულის შესახებ პირადად მოგწერეთ თუმცა sms-ის წასაკითხად სად გეცალად “

“მეტი რაღასაჭიროება უნდა დადგეს?! გარბის დამსვენებელი ქობულეთიდან სუფთა და მოწესრიგრბული სანაპიროებისკენ! ზღვა სასწაულად წყნარია და სანაპიროზე “აგროვებული” ნაგვის გამო ვერც შევდივართ წყალში და ვერც ნაპირზე ვჩერდებით! “

“ამ საღამოს ზღვამ ისევ მოიტანა ნაგავი… ((( დამლაგებლები კარგია, მაგრამ ალბათ სხვა რამეცაა მოსაფიქრებელი. მაგალითად სპეც. ბადეები მდინარის შესართავთან. არის კიდევ სპეცრობოტები, რომლებიც წყლის ზედაპირს წმენდენ მტვერსასრუტივით. იქნებ მოითხოვოს მერიამ ფინანსები მთავრობისგან?!”

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!