TaoNews.Ge

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხდება

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხდება

ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავი 2 ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.

ამილახვარი ამ დროისთვის დეპუტატია “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

გიორგი ამილახვარს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

რაც შეეხება პარლამენტამდე მის სამუშაო გამოცდილებას:

  • 2018 – 2019

    საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

  • 2010 – 2020

    თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში

  • 2008 – 2010

    ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი

  • 2007 – 2008

    სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!