TaoNews.Ge

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია უნდა დასრულდეს” – გაეროში აშშ-ს მუდმივი წამომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი.

მან, ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრა.

„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას მაშინ, როცა მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად ცხოვრობენ. რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, მისი ვალდებულება, გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ან მისი ვალდებულება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებისთვის შეუზღუდავი წვდომის დაშვების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!