TaoNews.Ge

“გადამზადებული 5 000 პილოტიდან 50% ქალები და ფერადკანიანები იქნებიან” – ავიაკომპანია „United Airlines“

ამერიკული ავიაკომპანია „United Airlines“ მიზნად ისახავს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში გადამზადებული 5 000 პილოტიდან 50% სწორედ ქალები და ფერადკანიანები იყვნენ.

ავიაკომპანიის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:  „ჩვენს ეკიპაჟზე უნდა აისახოს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლობა. ამიტომაც ჩვენ ვგეგმავთ მომავალ 10 წელიწადში გადამზადებული 5 000 პილოტიდან 50% ქალები და ფერადკანიანები იყვნენ“.

კომპანიის  განცხადებას სოციალური ქსელში, მომხმარებლების  კრიტიკა მოჰყვა. ადამიანების დაქირავება ნიჭის ნაცვლად,   რასის და გენდერული ნიშნით,   სახიფათო იქნება – წერდნენ მომხმარებლები.

მოგვიანებით, კომპანიამ განმარტა, რომ ყველა კანდიდატი, რომლებსაც აკადემიაში მიიღებენ, მიუხედავად რასისა და სქესისა, დააკმაყოფილებს ან გადააჭარბებს დადგენილ სტანდარტებს.

წყარო : www.dailywire.com

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!