TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი- 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება

გადავწყვიტეთ, თავი შევიკავოთ სესხის აღებაზე – ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე

პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს.

“წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღება აუცილებლობა აღარ იქნება.

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, ევროკავშირის მთლიანად, ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ნებისმიერი ინსიმულაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ის კი არა, ჩვენ  გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, გვაქვს ძალია კარგი, ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!