TaoNews.Ge

გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი შეაჩერა

გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა, ალან გაგლოევმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი შეაჩერა. შესაბამისი განკარგულება “გაგლოევის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი სრულად უჭერს მხარს “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას” და გასცემს განკარგულებას, დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

გაგლოევი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

მანამდე გაგლოევმა თქვა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის შეერთების მზადყოფნა თუ იქნება, ისინი ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად ფულს ისესხებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!