TaoNews.Ge

ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ, დონალდ ტრამპი ფლორიდაში ბრუნდება

ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ, დონალდ ტრამპი ფლორიდაში ბრუნდება

ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სასამართლო დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს ნიუ-იორკის პროკურატურაში გამოცხადდა, მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირესაშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!