TaoNews.Ge

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  349 405-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 21, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 3, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28 კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 929, აჭარაში – 328, იმერეთში – 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 357, აჭარაში – 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 10, იმერეთში – 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 220- აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 0.

სულ  6 ოქტომბრიდან – 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 832 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 212, პირი, აჭარაში – 2 210, იმერეთში – 1 201.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!