TaoNews.Ge

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა – 746, იმერეთი – 667, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 345, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 364, კახეთი – 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!