TaoNews.Ge

ბელგიაში პირველი აპრილის ხუმრობას 5-ათასკაციანი პროტესტი მოჰყვა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა (ვიდეო)

ბელგიაში პირველი აპრილის ხუმრობას 5-ათასკაციანი პროტესტი მოჰყვა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა (ვიდეო)

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პირველი აპრილის ხუმრობის გამო 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
მარტის დასაწყისიდან ბელგიურ სოცქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველ აპრილს დედაქალაქის პარკ ბუა დე ლია კამბრში მსხვილი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდებოდა, სადაც 200-მდე ევროპელი დიჯეი მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო დასწრება უფასო იქნებოდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავს განცხადებებს ყოველთვის თან ახლდა მინიშნება, რომ ეს ხუმრობა იქნებოდა. მეტიც, თვის ბოლოს თავად “ორგანიზატორებმა” განაცხადეს, რომ ფესტივალის ანონსი ნამდვილი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ პარკში 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა და მათ სცენა ვერსად აღმოაჩინეს, თავად გადაწყვიტეს, მოეწყოთ ფესტივალი და ცეკვები და სიმღერები დაიწყეს.
ადგილზე პოლიცია მივიდა და გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო აკრძალულია მასობრივი შეკრებები, მოქალაქეებს პარკის დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა შეკრებილებმა უარი თქვეს დაშლაზე და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, ასამდე ადამიანი დააპატიმრა, რამდენიმემ დაზიანებაც მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!