TaoNews.Ge

The Times: ბრიტანული პოლიცია ეკონომიკური კრიზისის გამო მასობრივი პროტესტისთვის ემზადება

ბელგიაში, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა „ალაჰ აკბარის“ შეძახილის შემდეგ ორი პოლიციელი დაჭრა, ერთი მათგანი დაიღუპა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

„ჩვენს ერთ-ერთ პატრულს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს, რის შემდეგაც ორმა პოლიციელმა დამხმარე ძალა გამოიძახა. სხვა საპატრულო ეკიპაჟის პოლიციელმა თავდამსხმელის გასანეიტრალებლად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ორი დაჭრილი ინსპექტორი და თავდამსხმელი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ბრიუსელის პროკურატურას ეცნობა“, – აცხადებს ბრიუსელის პოლიციის წარმომადგენელი.

რამდენიმე ადგილობრივმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა უშუალოდ თავდასხმის წინ ხმამაღლა დაიყვირა „ალაჰ აკბარ“. თუმცა, ბელგიის ადგილობრივი გამოცემის თანახმად,  პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნულს ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ფრანგულენოვანი ადგილობრივი გამოცემა იტყობინება, რომ სავარაუდო თავდამსხმელი მანამდე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ეჭვმიტანილი მისი საქმის განხილვის შემდეგ პოლიციაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მოგვიანებით პოლიციელებს თავს დაესხმებოდა, თუმცა, იგი მუქარის მიუხედავად, არავის დაუკავებია.

ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბელგიის დედაქალაქის ის უბანი, სადაც თავდასხმა მოხდა, ერთ-ერთ ღარიბ უბნად ითვლება, რომელიც ძირითადად თურქეთიდან, მაროკოდან და ასევე, ევროპიდან ჩამოსული მუსლიმი მოსახლეობით არის დასახლებული. აღნიშნული უბნიდან იყო სწორედ 2016 წელს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის მოწყობაში ბრალდებული ერთ-ერთი ბოროტმოქმედი. მაშინ ჩადენილ დანაშაულს 35 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!