TaoNews.Ge

ბაქოში გენერლების რეპრესიები დაიწყო

ბაქოში გენერლების რეპრესიები დაიწყო

ბაქოში გენერლების რეპრესიები დაიწყო?! რუსული მასმედია az.sputniknews.ru იუწყება, რომ აზერბაიჯანში უმაღლესი სამხედრო პირების დაპატიმრება დაიწყო.
ბაქოს სამხედრო სასამართლოს დადგენილებით, დააკავეს აზერბაიჯანის არმიის კორპუსის ყოფილი მეთაური, ქვეყნის ეროვნული გმირი, გენერალ-ლეიტენანტი როვშან ტელმან-ოღლი აქბაროვი ბრალდებით – 2001 წელს თურმე კიევში თანამემამულე  მკვლელობასთქან დაკავშირებით. 

რუსული “ვზგლიადი” www.vz.ru  თვლის, რომ მისი დაპატიმრება სენსაციურია, რადგან ბოლო დრომდე იგი ალიევების ოჯახის პირად მეგობრად ითვლებოდა.
“ვზგლიადი” დაკავების საკმაოდ სკანდალურ მიზეზს ასახელებს – საქმეში ილჰამ ალიევისა და როვშან აქბაროვის ქალიშვილები არიან გარეულნი.
რუსული გამოცემა ასევე წერს, რომ თანამდებობებიდან რამდენიმე გენერალი გადააყენეს, მათ შორის შამქორის საარმიო კორპუსის ახლადდანიშნული მეთაური, გენერალ-მაიორი ჰაგანი ჯებრაილოვი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!