TaoNews.Ge

“ბატონო ბაიდენ, თქვენ სომხების მხარე დაიჭირეთ ე.წ. სომეხთა გენოციდის საკითხზე. ახლა, თქვენი სისხლიანი ხელებით წერთ ისტორიას”

“ბატონო ბაიდენ, თქვენ სომხების მხარე დაიჭირეთ ე.წ. სომეხთა გენოციდის საკითხზე. ახლა, თქვენი სისხლიანი ხელებით წერთ ისტორიას”

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამბობენ, რომ ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტის დასტაბილურებისთვის მოლაპარაკებების გზა საუკეთესო გამოსავალია.

“ძალადობის ესკალაციის დასრულების ერთადერთი გზა არის, რომ პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს. ორივე სატელეფონო ზარის დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების გზა საუკეთესო გამოსავალია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამისთვის პროცესში ორივე მხარე უნდა ჩაერთოს. მათ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა წინსვლა,“ – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი, ისარელის მიმართ მხარდამჭერი ატივობების გამო დასავლეთი გააკრიტიკა. მათ შორის დაგმო ავსტრიის სახელმწიფოს ქმედება, რომელმაც ისრაელის დროშა აღმართა სამთავრობო შენობაზე.

ბატონო ბაიდენ, თქვენ სომხების მხარე დაიჭირეთ ე.წ. სომეხთა გენოციდის საკითხზე. ახლა, სამწუხაროდ, თქვენ თქვენი სისხლიანი ხელებით წერთ ისტორიას ამ ინციდენტში, რომელიც სერიოზული არაპროპორციული თავდასხმაა ღაზაზე, რასაც ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა მოჰყვება. მე ვგმობ ავსტრიის სახელმწიფოს ქმედებას, რომელმაც ისრაელის დროშა აღმართა სამთავრობო შენობაზე. ტერორისტული სახელმწიფოს დროშის აღმართვა სამთავრობო ორგანოს შენობაზე ნიშნავს ცხოვრებას, რომელიც ასახავს ტერორიზმს. ავსტრიის სახელმწიფო, ალბათ, ცდილობს მუსლიმანებს გადაახდევინოს ფასი იმ გენოციდისთვის, რაც ებრაელების მიმართ განახორციელეს,“ – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!