TaoNews.Ge

“ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია”- ჯო ბაიდენი

ბაიდენი: ჩვენი ჯარები უკრაინაში არ იომებენ, მაგრამ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო დახმარება – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად.

ჩვენი ჯარები უკრაინაში არ იომებენ, მაგრამ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები გამბედაობას იჩენენ, მაგრამ მომავალი დღეები მათთვის რთული იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი წინ მიიწევს, უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავის თავისუფლებას და 30-წლიან დამოუკიდებლობას.

ჩვენ დიდი გამოცდა გვაქვს, მაგრამ უკრაინელი ხალხის რკინის ნება დაგვეხმარება მის დაძლევაში. დაე, პუტინმა ტანკებით შემოუაროს კიევს, მაგრამ მას არ შეუძლია დაამარცხოს უკრაინელი ხალხის გული და სული, მათი თავისუფლების სიყვარული“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!