TaoNews.Ge

ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა.

ქალს ზურგიდან მიყენებული აქვს შემავალი ჭრილობა და დაზიანებული აქვს ფილტვი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

„დედაჩემი წლებია მის დას უვლის. იგი მწოლიარე ავადმყოფია. რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ დისშვილს ეძებს პოლიცია. სავარაუდოდ, მან დაჭრა“, – განაცხადა დაჭრილი ქალის შვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის კაცი, რომელსაც პოლიცია ეძებს, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!