TaoNews.Ge

„პანდემია უხილავი ომია და ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა“ – მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი – შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აცხადებს, რომ შერიგების სურვილი  უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან და იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

„შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი  უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი  სინანულს უნდა განიცდიდეს,   პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“ – წერს მეუფე სოციალურ ქსელში და თან სულხან მოლაშვილის ვიდეოკადრს აზიარებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!