TaoNews.Ge

“ახლა კომპრომისის დროა, კომპრიმისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა” – დანიელსონი საქართველოშია

“ახლა კომპრომისის დროა და კომპრიმისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება. კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს,”-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ითანამშრომლებს პოლიტიკურ ლიდერებთან, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ და ქვეყანაში კრიზისი დასრულდეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“- განაცხადა დანიელსონმა.

როგორც მან აღნიშნა, ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!