TaoNews.Ge

შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

აშშ უკრაინაში საარტილერიო საშუალებას გაგზავნის – ბაიდენი

შეერთებული შტატები უკრაინაში მეტ არტილერიას გაგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს, მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან საუბრის შემდეგ განუცხადა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში დაამტკიცა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყოფის ახალი გეგმა.

ვაშინგტონი პირველად დასთანხმდა კიევისთვის იმ ტიპის მძლავრი იარაღის მიწოდებას და ესენია: 11 ერთეული Mi-17 ვერტმფრენი, 18 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა და 300-ზე მეტი Switchblade-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!