TaoNews.Ge

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა “ხარვეზების” შესავსებად, შეიძლება  მექსიკის საზღვართან მიგრანტების შემაკავებელი კედლის მშენებლობა განაახლოს

“შეიძლება განახლდეს მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაკავებლად დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული კედლის მშენებლობა, რათა კედელში არსებული ხარვეზები შეივსოს” –  ამის თაობაზე ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეხანდრო მაიორკასმა თანამშრომლებს განუცხადა.

გასულ კვირას იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას მას კედლის თაობაზე გეგმის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მაიორკასმა უპასუხა, რომ რადგან  აშშ- ს პრეზიდენტმა  ბაიდენმა კედლის მშენებლობის აუცილებლობა გააუქმა და მისკენ თანხების მიმართვა შეაჩერა,  ეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის ადგილს ტოვებს, რათა  დამთვრდეს „კედელში არსებული გარკვეული ხარვეზები“- ავრცელებს ინფორმაციას ამერიკული პრესა.

მაიორკასის თქმით, საქმე განსაკუთრებით კედლის იმ უბნებს ეხება , რომლებიც საჭიროებს რემონტს.

ამ უბნებს შორისაა „ნაპრალები“ და „გასასვლელები“ და ასევე ის მონაკვეთები, სადაც მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ტექნოლოგიები არ არის დანერგილი.

წყარო : www.washingtontimes.com

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!