TaoNews.Ge

აშშ-ის შეიარაღებული ძალები „გენდერულად ნეიტრალური ფიზიკური გამოცდის“ გაუქმების საკითხს განიხილავს,რადგან გამოცდაში ქალების 65% იჭრება

აშშ-ის შეიარაღებული ძალები „გენდერულად ნეიტრალური ფიზიკური გამოცდის“ გაუქმების საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ მასში ქალების 65% იჭრება, მამაკაცების 90% კი აბარებს
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები „გენდერულად ნეიტრალური ფიზიკური გამოცდის“ გაუქმების საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ მასში ქალების უმრავლესობა იჭრება, მამაკაცების 90% კი აბარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური პირები მამაკაცთა და ქალთა შეფასების სხვადასხვა კატეგორიების შემოღებას განიხილავენ, ამ ორ სქესს შორის არსებული ფიზიოლოგიური განსხვავებების გამო.
Telegrap-ის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ საბრძოლო ამტანობის გამოცდაში, რომელიც მამაკაცებისა და ქალებისთვის ერთია, ქალები ნაკლებ შედეგებს აღწევენ და ეს შესაბამისად აისახება მათ დაწინაურებაზე.
პენტაგონის კვლევამ აჩვენა, რომ ამ გამოცდაში ქალების 65% იჭრება, ხოლო კაცების – მხოლოდ 10%.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!