TaoNews.Ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. კეთილი ნების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. განხორციელებაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება. მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ, რათა ამ შეთანხმებამ მიზანს მიაღწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!