TaoNews.Ge

აშშ-ის საწვავის მილსადენზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან რუსეთს საერთო არაფერი აქვს

აშშ-ის საწვავის მილსადენზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან რუსეთს საერთო არაფერი აქვს

„რუსეთს ამასთან არაფერი აქვს საერთო“-  რუსეთი აშშ-ის საწვავის მილსადენ Colonial Pipeline-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ის საწვავის უდიდეს მილსადენზე, Colonial Pipeline-ზე, კიბერშეტევა განხორციელდა. მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება DarkSide- ი დგას. გუშინ DarkSide-მა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან და მათი მიზანი ფულის გაკეთებაა და არა საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა. საკითხზე კომენტირებისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება თავდასხმაში რუსეთი მონაწილეობის შესახებ, თუმცა, „არსებობს მტკიცებულება, რომ აქტორების გამოსასყიდი პროგრამა რუსეთშია.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!