TaoNews.Ge

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა დასრულდა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადება – დღეს ჩვენ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს

ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა გამოავლინეს, რომ დაძაბულობის პერიოდშიც კი, მათ შეუძლიათ პროგრესის მიღწევა ჩვენს საერთო მიზნებზე, რათა უზრუნველყონ პროგნოზირება სტრატეგიულ სფეროებში, შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები და ბირთვული ომის საფრთხეები. New START-ის ხელშეკრულების გაგრძელება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა მოხდეს. ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად იწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!