TaoNews.Ge

აქ ,,გირჩის” სამეფო იქნება

,,აქ ,,გირჩის” სამეფო იქნება” – განაცხადა ,,გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში შესვლისას. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმ 7 საკითხის მოსაგვარებლად შევიდა, რომელიც მის პარტიას აწუხებს და ამის თაობაზე ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გამართავს.

აქ ,,გირჩის” სამეფო იქნება. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რეგიონებში ჩავიდეთ და ამომრჩეველს შევხვდეთ, ამიტომ პარლამენტი იქნება ჩვენი ტრიბუნა, ვესაუბროთ ხალხს და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენი მიზანია, იმ 7 მოთხოვნის შესრულება,  რაც ხელისუფლებას დავუყენეთ, ამათგან ერთზეც კი თუ დათანხმდება ხელსიუფლება, ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებას დავიწყებთ – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!