TaoNews.Ge

“ჩემი ფეხი არ იქნება  საქართველოს სცენაზე სანამ ეს  დიქტატორი “ქალბატონი” მართავს ჩემს სფეროს”- ანიტა რაჭველიშვილი 

 “ასეთი რა გაგიკეთათ თეა წულუკიანმა, რომ პირები აიყროლეთ და თავმოყვარეობა დაკარგეთ?”- ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანთან დაკავშირებული განცხადება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ ესმის, რატომ გამოიწვია ამან წყევლა და ლანძღვა ხალხის მხრიდან.

“ჩემი პოზიცია დავაფიქსირე წულუკიანის დიქტატურულ განცხადებასთან დაკავშირებით და ეს ჩემი აზრია და პერსონალური გადაწყვეტილება!

ახლა ამიხსენით, ეს ჩემი გადაწყვეტილება, სადაც არც წყევლაა, არც კრულვაა და არც უზრდელობა, რატომ იწვევს ამდენ სიბოროტეს და ღვარძლს, ამდენ სიძულვილს?! რა გჭირთ ხალხო?! ჯანმრთელად ხართ საერთოდ?! ამდენი შური და სიბოროტე სად დააგროვეთ, ან რა დაგიშავეთ ასე, რომ უზრდელობთ და იწყევლებით? ასე რომ გძულვართ და ტყუილებსაც კი მიგონებთ, რომ რაღაც საშინელ ადამიანად გამომიყვანოთ?! სამშობლო რომ მიყვარს და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, იმიტომ?ასეთი რა გაგიკეთათ წულუკიანმა, რომ პირები აიყროლეთ და თავმოყვარეობა დაკარგეთ?!
მართლა არ ღირს მგონი არაფრის კეთება! მაინც სულ ერთია, კარგს გააკეთებ, თუ საერთოდ არაფერს გააკეთებ! ცუდს თუ აკეთებ, მგონი ის უფრო მოგწონთ, ასე რომ მშვიდობით! ყველას ბედნიერებას, ჯანსაღ აზროვნებას და ნაკლები შხამის ფრქვევას გისურვებთ!”- წერს მომღერალია

ინფორმაციისთვის, ანიტა რაჭველიშვილმა სოცილაურ ქსელში დაწერა, რომ სანამ თეა წულუკიანი იქნება კულტურის მინისტრი, ის ქართულ სცენაზე ფეხს არ დადგამს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!