TaoNews.Ge

“არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს”- ქართული ოცნება

“არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს”- ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.

„გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!