TaoNews.Ge

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

„არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა, სააკაშვილი არის არწივი“ ნიკა გვარამია სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს გამოეხმაურა

„რაც ვნახეთ იმის აღწერა შეიძლება ცნობილი ფრაზით „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა, სააკაშვილი არის არწივი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს.

ნიკა გვარამიას თქმით, კადრები, რომელიც გამოქვეყნდა სააკაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, გავრცელებული კადრები უწყვეტი არ არის და მესამე პრეზიდენტზე ძალადობის კადრები ამოჭრილია.

„ჩვენ რაც დღეს ვნახეთ ზუსტი მტკიცებულებაა იმისა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი ძალადობის კადრები ამოჭრილია. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ – ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ეომებოდა.

ეს პარადგიმა მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა, არამედ ყველა ქართველში გაცოცხლდა და მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებში. ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ.

არწივი არის მიხეილ სააკაშვილი, პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. როგორც წესი ამაზე არ ვსაუბრობ, მით უმეტეს მიშასთან შესვლამდე. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა.

კადრები, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს/ მარტივად აგიხსნით რატომ. როგორც კი ვიწყებთ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციაზე და მისი გადარჩენის გზებზე. იწყება დეზინფორმაცია რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, რომ ის თითქოს ფაფას კი არა მწვადებს ჭამს. რა თქმა უნდა უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე სააკაშვილს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!